ოკუპანტებმა ხარკოვიდან ჯარები გაიყვანეს

ოკუპანტებმა ხარკოვიდან ჯარები გაიყვანეს
14-05-2022, 10:25 - 2022
805

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვიდან ჯარები გაიყვანეს. 


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მათი მთავარი მიზანია დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან.

რუსი აგრესორები აგრძელებენ ბრძოლას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში. ცეცხლს ხსნიან მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ყველაზე მეტად აქტიურობენ სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით. ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება, რომ მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო იერიშები მიიტანოს. ხარკოვის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ხარკოვიდან მათი ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მომარაგების გზების შენარჩუნებაზე", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა