ახალი დეტალები მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში - მოწმემ ჩვენება მესამედ შეცვალა

ახალი დეტალები მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში - მოწმემ ჩვენება მესამედ შეცვალა

10-05-2022, 19:13 - 2022
824
       

ახალი დეტალები ახალციხის კლინიკის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების  საქმეში -საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ვიოლეტა ინასარიძემ მესამედ შეცვალა ჩვენება და მედდის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე სიმართლის თქმა გადაწყვიტა.
 
ვაქცინაციის ჩატარებაზე კლინიკის ახლა უკვე ყოფილი პასუხისმგებელი პირი ახალ ჩვენებაში განმარტავს, რომ კლინიკის დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ და კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა მედდის გარდაცვალების საქმეზე ის აიძულეს ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა, როგორც მედიისთვის ისე საგამოძიებო უწყებისთვის.
 
ახალი გარემოებების გასაცნობად კი ამ წუთებში მეგი ბაქრაძის მეუღლე, მანუჩარ კობახიძე ადვოკატთან ერთად, თბილისის პროკურატურაში საქმის პროკურორს ხვდება.
 
ამ ახალი გარემოებებით კი არ არის გამორიცხული რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
 
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ 2021 წლის 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა და მეორე დღეს, 19 მარტს, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები