ბოლო 24 საათში „აზოვსტალზე“ 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა - „აზოვის“ პოლკი

ბოლო 24 საათში „აზოვსტალზე“ 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა - „აზოვის“ პოლკი

10-05-2022, 18:01 - 2022
577
       

გასული 24 საათის განმავლობაში „აზოვსტალის“ ქარხანაზე, 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა, მათ შორის 8 ბომბდამშენიდან.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „აზოვის“ პოლკი ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, ახლაც გრძელდება საზღვაო და საარტილერიო შეტევები, ისვრიან ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემიდან და ტანკებიდან.
 
ბატალიონის წევრები ამბობენ, მტერი არ წყვეტს „უკრაინის ციხის“ აღების მცდელობებს, ხოლო ქვეითი ჯარი აგრძელებს ყოველდღიურ თავდასხმებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები