რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა.
ქეთევან ხვედელიანს შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ ის მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს და მის მდგომარეობას გაეცნობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს რუსთავის ციხის ტერიტორიიდან სასწრაფო და საბადრაგო მანქანები გამოვიდა. გავრცელდა მოსაზრება, რომ მიხელ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორც აღმოჩნდა, კლინიკაში სხვა პატიმარი გადაიყვანეს. განცხადება გაავრცელა იუსტიციის მინისტრმა ბრეგაძემაც.