იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

8-05-2022, 23:17 - 2022
2 510
       

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს.
 
ის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაშია და ის არსად გადაუყვანიათ.
 
მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება. პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა.
 
სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
 
ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა
“, - წერს რატი ბრეგაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები