გადაიყვანეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში - პენიტენციურის განცხადება

გადაიყვანეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში - პენიტენციურის განცხადება

8-05-2022, 23:01 - 2022
876
       

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხიდან სამედიცინო კლინიკაში, არ დასტურდება.
 
როგორც პენიტენციურის პრესსამსახურში განმარტეს, სასწრაფოსა და საბადრაგოს მანქანებით რუსთავის მე-12 ციხის ტერიტორიიდან, სხვა პატიმრის ჰოსპიტალიზება მოხდა.
 
არ არის მართალი. იმ დაწესებულების შესასვლელში არის კიდევ მეორე ციხე და სხვა დაწესებულებიდანაა გაყვანილი სხვა მსჯავრდებული“, - ამბობს პენიტენციურის წარმომადგენელი ნათია გედენიძე.
 
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 ციხის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და საბადრაგოს მანქანები ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები