ასპინძაში 35 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს, შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ფიზიკური დაპირისპირება დაბის ცენტრში, მაღაზიის მიმდებარედ მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
მამაკაცი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.
„გარე დათვალიერებით ყელის არეში აქვს დიდი ჭრილობა. ჩვენთან უკვე ცხედარი შემოიყვანეს“, - აცხადებს კლინიკის მენეჯერი მანანა ცინაძე.