სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას ატარებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას ატარებს
5-05-2022, 19:24 - 2022
600

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას ატარებს.
 
ამის შესახებ სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ „ინტერპრესნიუსის“ ეთერში განაცხადა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას საგამოძიებო სამსახურიც აგრძელებს და მას იგივე გამომძიებელი იძიებს, ვინც საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერიოდში მუშაობდა“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა