აზოვის პოლკთან კავშირი აღდგენილია.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.
„მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებისა და ჩვენი დანაყოფების განადგურების მცდელობა გრძელდება. გარკვეულ რაიონებში, ავიაციის დახმარებით, მტერმა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, თავდასხმა განაახლა. თუმცა, წარმატება არ აქვთ“, - წერია განცხადებაში.