ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სასამართლო დავა მოუგო

ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სასამართლო დავა მოუგო

4-05-2022, 18:44 - 2022
1 197
       

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავის 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება უკანონოდ ცნო.
 
მელაძის თქმით, სასამართლომ ბრძანება გააუქმა და კომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსთავის 2 ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!
 
ორ წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!!
 
ახლა მოვემზადოთ ახალი სერიისთვის!!!
“, - წერს ნოდარ მელაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები