ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სასამართლო დავა მოუგო

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სასამართლო დავა მოუგო
4-05-2022, 18:37 - 2022
909

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-დან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 
 
ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა. 
 
სასამართლომ ასევე უკანონოდ ცნო ნოდარ მელაძის გათავისუფლებაც და „რუსთავი 2“-ს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
 
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. მაშინ არხიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა