ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში დაკარგული 8 ძროხა იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შინაური პირუტყვის ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც.
„სურამის ტბასთან უპოვიათ, ერთი ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა. მადლობელი ვარ, ვინც ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა“, - ამბობს მეპატრონე, სალომე ბერიძე.