თელავში მანქანა ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა, ბავშვი მძიმედ არის

თელავში მანქანა ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა, ბავშვი მძიმედ არის
3-05-2022, 12:00 - 2022
770

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.


მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს. როგორც ცნობილია, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა