LIVE - 2022 წლის მზის პირველი დაბნელება

LIVE - 2022 წლის მზის პირველი დაბნელება
30-04-2022, 23:28 - 2022
872

30 აპრილს 2022 წლის მზის პირველი დაბნელება იქნება, რომელიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნება ხილული.
 
კერძოდ, ეს მოვლენა ანტარქტიდის ზოგიერთი ნაწილიდან, სამხრეთ ამერიკიდან, წყნარი და ატლანტის ოკეანეების მიმდებარე რეგიონებიდან გამოჩნდება.
 
ხოლო მათ, ვინც ამ რეგიონებში არ იმყოფება, მოვლენის ხილვა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პიკს 00:41 საათზე მიაღწევს და 02:37 საათზე დასრულდება.
 
შეგახსენებთ, რომ მზის დაბნელება მაშინ ხდება, როცა მთვარე დედამიწასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის ექცევა და მის დისკოს ნაწილობრივ ეფარება.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა