ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, გველების მომრავლების გამო, საჯარო სკოლა მეორე კვირაა დისტაციურ სწავლებაზეა გადასული.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ქვეწარმავლები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შედიან. სწორედ ამიტომ, მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, სწავლა დისტანციურად ტარდება.