ვაზისუბანში 30 წლის კაცმა მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - შსს

ვაზისუბანში 30 წლის კაცმა მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - შსს
28-04-2022, 12:27 - 2022
844

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ვაზისუბანში 1992 წელს დაბადებულმა გ.ბ-მ მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი სახლში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.


უწყების ცნობით, ცხედრებს ჭრილობები თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

"2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

გ.ბ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა