ასპინძაში ყირიმ-კონგოს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - პაციენტების მდგომარეობა მძიმეა

ასპინძაში ყირიმ-კონგოს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - პაციენტების მდგომარეობა მძიმეა

26-04-2022, 19:23 - 2022
1 435
       

ეპიდაფეთქებაა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სადაც ყირიმ-კონგოს ცხელება 3 ადამიანს დაუდასტურდა.


ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, დაავადებულია ორი შუახნის ქალი. ერთი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ყირიმ-კონგოს მესამე შემთხვევა დაბა ასპინძაში გამოვლინდა, დაავადებულია 30 წლამდე მამაკაცი, ისიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები