ქარელში, სოფელ დირბში აღდგომის დღეს 22 წლის ბიჭი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა და დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
ახალგაზრდა ქარელში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.