ზაპოროჟიე ახალი ბუჩა ხდება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ზაპოროჟიე ახალი ბუჩა ხდება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

25-04-2022, 00:08 - 2022
772
       

"ზაპოროჟიეს მიმართულება ახალი ბუჩა ხდება. იქ კლავენ, აუპატიურებენ... ყველაფერი მათ სტილშია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი საუბრობს. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, იქ ოკუპანტების მიერ მოკლული სამასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. 


ამ დროისთვის ბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება - ამ დროისთვის იქ ნაპოვნია 412 ცხედარი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები