აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 14 და 5 წლის გოგონები მოკლეს

აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 14 და 5 წლის გოგონები მოკლეს

24-04-2022, 16:23 - 2022
772
       

დონეცკის ოლქში, ოჩერეტინის დასახლებაში რუსი ოკუპანტების თავდასხმას 2 გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
 
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, აგრესორებმა დასახლებაზე იერიში დღეს დილით მიიტანეს.
 
აღდგომის დილას, რუსმა ოკუპანტებმა ოჩერეტინის დასახლებაში 2 ბავშვს სიცოცხლე წაართვეს. მირუს ქუჩაზე სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, დაინგრა, 14 და 5 წლის გოგონები დაიღუპნენ“, - ამბობს კირილენკო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები