რუსთავში არასრულწლოვანების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხუთამდე მოსწავლე აცხადებს, რომ მასწავლებელი მათ ხელით სხვადასხვა ადგილზე ეხებოდა. არსებული ინფორმაციით, სასამართლომ მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა