რა გახდა მიტარბის საბაგიროს ავარიულად გათიშვის მიზეზი

რა გახდა მიტარბის საბაგიროს ავარიულად გათიშვის მიზეზი

6-02-2022, 21:44 - 2022
833
       

მიტარბის საბაგიროს ავარიულად გამორთვის მიზეზების შესასწავლად „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მომხდარზე მკაცრი რეაგირება მოხდება.

„2022 წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.

ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.

შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები