"მარიუპოლის ქარხანა აზოვსტალი დაბომბეს და ის თითქმის მთლიანად განადგურდა", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განუცხადა.
მისი თქმით, ქარხანაზე მძიმე ბომბებს ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია.
"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ მსოფლიოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები", - განაცხადა პალმარმა.