Guria News-ის ინფორმაციით, ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით ხევში გადავარდნენ.
ინფორმაციას მედიას მერის წარმომადგენელი, გურამ კახაძე უდასტურებს.
დაშავებულები ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.