პროკურატურამ ქუთაისის მერიის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ქუთაისის მერიის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

19-04-2022, 13:12 - 2022
702
       

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც ცნობილია, აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები ხალხის ფულს სოციალური შემწეობების სახით იღებდნენ. 

ასევე ცნობილია, რომ დასკვნაში ინფრასტრუქტურული პროექტებზეც არის საუბარი, რაზეც თანხები იხარჯებოდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა.

პროკურატურა საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით იძიებს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები