„სააპელაციო სასამართლოს ძალაში დაუტოვებია საქალაქოს გადაწყვეტილება და 5 წელი მოუსჯია 20 ივნისის საქმეზე“, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე წერს.
„გული მაქვს ცუდად. სააპელაციო სასამართლოს ძალაში დაუტოვებია საქალაქოს გადაწყვეტილება და 5 წელი მოუსჯია 20 ივნისის საქმეზე. ერთი მაინც დაეკლოთ ამ უნამუსოებს.
საქალაქოს მაისში გადაუდია მეორე საქმის განხილვა და ცხინვალშიც აპირებენ ოსეტინები ჩემზე აღძრული საქმის განხილვას მაისში.
არა, გული მაგიტომ კი არ მაქვს ცუდად, გუშინ „ცოტა მეტი“ მომივიდა“, - წერს ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა 2020 წლის 15 მაისს, 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე შეიწყალა.