ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ხანძარია.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ცეცხლი ერთ საცხოვრებელ სახლს უკიდია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
ფოტო: „ბათუმელები“