ხობში, მდინარე მუნჩიაში შუახნის კაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში მაშინ ჩავარდა, როცა ნავით მის გადაკვეთას ცდილობდა.
ორდღიანი წვიმების გამო, მდინარე ადიდებულია, მღვრიეა, რის გამოც სამძებრო სამუშაოები გართულებულია.
ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავაც.