ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 16 და 17 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 16 და 17 წლით პატიმრობა მიესაჯათ

15-04-2022, 12:29 - 2022
641
       

სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხილო გიორგი კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
 
ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება.
 
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ორივე ბრალდებული ჯგუფურად, ორგანიზებულად მოქმედებდა.
 
გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
 
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთები გამოძიებას ჯერ ისევ არ ჰყავს გამოვლენილი. პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები