გორის მერიიდან ტოტალიზატორში 143 985 ლარი გადაირიცხა - დაკავებულია მერიის თანამშრომელი

გორის მერიიდან ტოტალიზატორში 143 985 ლარი გადაირიცხა - დაკავებულია მერიის თანამშრომელი

15-04-2022, 01:44 - 2022
859
       

დღეს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლეილა წკრიალაშვილის დაკავების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
 
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სულ მითვისებულია და ონლაინტოტალიზატორში გადაირიცხა 143 985 ლარი.
 
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს "თიბისი ბანკში" და სს "ლიბერთი ბანკში" გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
 
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები