„ზოგიერთი ითხოვს მის გაყვანას, ჩვენ მივხედავთო“ - გიული ალასანია

„ზოგიერთი ითხოვს მის გაყვანას, ჩვენ მივხედავთო“ - გიული ალასანია

5-02-2022, 15:23 - 2022
1 675
       

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მის შვილს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა არ ჩასტარებია. მისი თქმით, გაუგებარია, რაც ახლა ხდება.

ალასანია აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია და მის მდგომარეობას არაერთი ქვეყანა ყურადღებით აკვირდება. მისი თქმით, ბევრი ითხოვს, რომ ექს-პრეზიდენტი ქვეყნიდან წაიყვანონ და თვითონ უმკურნალონ.

„ბოლოს და ბოლოს, ყოფილი პრეზიდენტია და დღეს ძალიან ბევრი ქვეყნის ყურადღება არის აქეთ, ჩართულები არიან ისინი ამ პროცესში, ზოგიერთი ითხოვს მის გაყვანას, რომ ჩვენ მივხედავთ, ჩვენ ვუმკურნალებთო. მარტო მკურნალობაზე არ არის საუბარი, ფაქტობრივად, გამოკვლევაც არ ჩასტარებია. სრულიად გაუგებარია ის, რაც ხდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა გიული ალასანიამ „მთავარ არხთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები