მარიუპოლში საზღვაო ქვეითებმა შეძლეს გაერღვიათ შიდა ალყა და შეუერთდნენ აზოვის ბატალიონს.
ამის შესახებ ინფორმაცია Спутник News АТО-ს ტვიტერზე ვრცელდება:
„მარიუპოლში, კონტრადმირალ ბელინსკის სახელობის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფმა, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად, შეძლო მტრის ალყიდან გამოსვლა და აზოვის პოლკთან დაკავშირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.