ცენტრ „ემპათიას“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ექს-პრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობის მიღების საშუალება ამ დრომდე არ აქვს.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილის მონახულების უფლება ალტერნატიულ კონსილიუმს სამი თვეა არ ეძლევა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახეზეა ადამიანის მიზანმიმართული ინვალიდიზაცია.
„სამი თვის განმავლობაში ადამიანი ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, რაც უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სახეზე გვაქვს მიზანმიმართული ინვალიდიზაცია ადამიანის. მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, ჩვენ იქ ერთი თვეა შესვლის საშუალება არ გვეძლევა, გამობრძანდნენ და გასცენ საზოგადოებას პასუხი, ჯანმრთელია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რა უმკურნალეს და რა შედეგი მიიღეს. იგი გადის არაადეკვატურ მკურნალობას, კვლავ ეძლევა ანტიფსიქოზური პრეპარატი. მე განვიხილავ ამას ცალსახად წამებად“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.