სუს-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე გამოკითხვაზე დაბარა.
მშვილდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.
ტელეწამყვანი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 17 საათზე გამოიკითხება.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს მიშა მშვილდაძე ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა ბუჩას კადრების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ომით უკრაინელი ხალხი ისჯება.
მშვილდაძე წერდა:
„ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? - თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა“, - წერდა მიშა მშვილდაძე.