ნიკა მელია: „ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში არსებული ყველა მანკიერება გადაფაროს

ნიკა მელია: „ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში არსებული ყველა მანკიერება გადაფაროს
5-02-2022, 12:20 - 2022
565

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საქმეებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაფარად იყენებს.

მისი თქმით, მმართველ პარტიას უნდა, რომ ყველა პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირებამდე დაიყვანოს.

„”ქართული ოცნება“ ცდილობს ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში, ჩვენს სახელმწიფოში ხდება, ყველა მანკიერება, ძალადობა, უკუსვლა, გადაფაროს. ყველაზე მთავარი რასაც ის ყოველდღიურად აკეთებს, უნდა რომ ყველა პრობლემა დაიყვანოს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირებამდე. სინამდვილეში პრობლემა არის შემდეგი - პირველ ეტაპზე გვინდა თუ არა, რომ გადავრჩეთ როგორც ერი, როგორც სახელმწიფო, შევდგეთ როგორც დემოკრატია, ეს არის პრობლემა, გვინდა თუ არა ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოს წარმატებული მოქალაქეები, ამ ყველაფრის მოსურნე საზოგადოებაში არის აბსოლუტური უმრავლესობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა