დავით კირკიტაძე: „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია

დავით კირკიტაძე: „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია

5-02-2022, 11:43 - 2022
1 339
       

რუსთავის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროკურატურა დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დღეები დათვლილია, რადგან ის მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგას.

„“ქართულ ოცნებას“ ამის მეტის გაკეთება არ შეუძლია. ისინი მათ ხელისუფლებას მთლიანად ამყარებენ და აფუძნებენ ძალოვან სტრუქტურებსა და პოლიტიკურ პროკურატურაზე. რაც არ უნდა მოითხოვოს პროკურატურამ და რაც არ უნდა გააკეთოს სასამართლომ, ჩვენ ამას შევხვდებით ღიმილით და საქმეს გავაგრძელებთ. „ქართული ოცნების“ დღეები არის დათვლილი იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ეფუძნება პოლიციურ ძალებს, ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები