18 წლის წინ დაკარგული 11 წლის ბავშვის ცხედარი, რომელიც დღეს იპოვეს - რა მოხდა გორში 2004 წელს

18 წლის წინ დაკარგული 11 წლის ბავშვის ცხედარი, რომელიც დღეს იპოვეს - რა მოხდა გორში 2004 წელს

10-04-2022, 23:26 - 2022
5 472
       

11 წლის ბავშვის ცხედარი, რომელსაც ბერძენიშვილების ოჯახი 18 წელი ეძებდა, დღეს გორში იპოვეს.
 
ადამიანი, რომელიც ზაქროს გაუჩინარებაში მთავარი ეჭვმიტანილი იყო, ციხეში  ყაჩაღობის ბრალდებით აღმოჩნდა და 2027 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შეწყალების აქტით 2018 წელს ის გაათავისუფლეს.
 
რამდენიმე თვეში კი გორში 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით იგივე პირი, იაგო ნებიერიძე დააკავეს და ამჯერად სამუდამო მიუსაჯეს.
 
2004 წელს დაკარგული ბავშვის ცხედარს კი სამართალდამცველებმა მხოლოდ დღეს მიაგნეს, როგორც ირკვევა გადამწყვეტი სწორედ ნებიერიძის ჩვენება აღმოჩნდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები