ჯენ ფსაკი: რამდენიმე წლის წინ რუსეთმა აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა

ჯენ ფსაკი: რამდენიმე წლის წინ რუსეთმა აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა

5-02-2022, 10:33 - 2022
613
       

რამდენიმე წლის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მანვე აღნიშნა, რომ გასული თვეების განმავლობაში აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა შეაგროვეს მართებული სადაზვერვო ინფორმაციის მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთის მცდელობების შესახებ, გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაზე თავდასასხმელად. ფსაკითს თქმით, რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ რუსეთი კვლავ არ გაიმეორებს იმავე ტაქტიკას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები