18 წლის წინ მოკლული 11 წლის ბავშვის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას იყო დამარხული.
მკლელობა იაგო ნებიერიძეს უკავშირდება.
იაგო ნებიერიძემ ჯერ საკუთარ დედას უთხრა, სად იყო ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი, შემდეგ კი ბავშვის ოჯახის წევრებს ტელეფონით მიაწოდა ინფორმაცია.
იაგო ნებიერიძის დედა ამტკიცებს, რომ ზაქრო ბერძნიშვილი მის შვილს არ მოუკლავს და მას მხოლოდ ინფორმაცია ჰქონდა, სად იყო ცხედარი გადამალული.
„დაუნახია რა, და მაშინ მოვტყუილდი, რომ არავის შევატყობინეო. რადგან ერთი დავმალე და აღარა ვთქვი, აღარ ვთქვიო. ახლა ჩემი კეთილი ნების და ჩემი სურვილის გამო მინდა, რომ მაგ ბავშვს თავისი ცხედარი იპოვონ, თავისი საფლავი ჰქონდესო და დედამ და მამამ ყველაფერი გაუკეთონ და აღარ იყოს იქ, სადაც არის, მოინდომა თვითონ, მოიწადინა თვითონ, შევთანხმდით ოჯახები. დავდივართ მთელი თვეა, ჩვენ დავეძებთ და ჩვენ ვიპოვეთ ფაქტობრივად. პოლიციას ჩვენ გავაგებინეთ. დავინახეო სადაც მარხავდნენენო, ვინ მარხავდა არც ასახელებს და არც დაასახელებს“, - ამბობს ნუნუ გრიგალაშვილი.