გზებზე შეზღუდვები დაწესდა

გზებზე შეზღუდვები დაწესდა

5-02-2022, 10:20 - 2022
1 165
       

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საქართველოს მასშტაბით გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა.

მათივე ცნობით, თოვის გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გარდა ამისა, ასევე თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამასთანავე, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები