ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში, წყლის არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და არხში გადავარდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.