ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.