„მთავარის არხის“ ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს.
კანდიდატებთან გასაუბრება მთავრობის ადმინისტრაციაში დილიდან მიმდინარეობს.
სპეციალურად შექმნილ კომისიებს 20 კანდდატთან მოუწევთ გაუსაბრება, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებს პრემიერს წარუდგენენ, ირაკლი ღარიბაშვილი კი 2-2 კანდიდატს პარლამენტს გადაუგზავნის.
შეგახსენებთ, რომ კოკა კაციტაძე პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა.
Პარალელურად კი, ლონდა თოლორაია უფლებების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამარჸლოს გადაწყვეტილებას ელოდება.