გორის 30 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

გორის 30 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

4-02-2022, 18:24 - 2022
666
       

კოვიდინფექციის გავრცელების გამო, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 30 დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. 

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საბავშვო ბაღების პერსონალის ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს.

„სწორედ გეგმური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა აღნიშნული შემთხვევებიც. ამ დროის ინფორმაციით, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 90 თანამშრომელი, რაც შეეხება აღსაზრდელებს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია 42 ბავშვი“, - ამბობენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები