გორის გვირაბი დაიკეტა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მიმართავს

გორის გვირაბი დაიკეტა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მიმართავს

6-04-2022, 00:04 - 2022
2 812
       

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაზიანებული სავენტილაციო სისტემის შეკეთების მიზნით, 2022 წლის 6 აპრილის 00:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები