სუს-ი რუსეთისათვის კონტრაბანდული იარაღის მიწოდებაზე საგანგებო განცხადებას აკეთებს

სუს-ი რუსეთისათვის კონტრაბანდული იარაღის მიწოდებაზე საგანგებო განცხადებას აკეთებს

5-04-2022, 13:40 - 2022
1 018
       

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას კონტრაბანდულ იარაღზე.
 
უწყება მოუწოდებს უკრაინულ მხარეს, მიაწოდონ მტკიცებულებები.
 
აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
 
მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. 
 
საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით
“, - აცხადებენ სუს-ში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები