ბუჩაში აღმოაჩინეს სარდაფი, სადაც ოკუპანტები მოსახლეობას აწამებდნენ

ბუჩაში აღმოაჩინეს სარდაფი, სადაც ოკუპანტები მოსახლეობას აწამებდნენ

4-04-2022, 13:51 - 2022
766
       

უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩაში ის ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუსები მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ და ხოცავდნენ. 
 
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტები ხალხს ადგილობრივ ბავშვთა სანატორიუმ „რადიანტას“ სარდაფში აწამებდნენ.
 
სარდაფში აღმოჩენილია ცხედრებიც. ყველა მათგანი მოხრილ მდგომარეობაშია და ხელები აქვს შეკრული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები