„აქ ცოცხლები მიცვალებულების გვერდით იყვნენ“ - ჩერნიგოვის სკოლის სარდაფში 150 ტყვე იპოვეს

„აქ ცოცხლები მიცვალებულების გვერდით იყვნენ“ - ჩერნიგოვის სკოლის სარდაფში 150 ტყვე იპოვეს

4-04-2022, 13:17 - 2022
1 000
       

ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფში 150 ადამიანი ტყვედ აიყვანეს და სრულ ანტისანიტარიაში ამყოფებდნენ.
 
ამის შესახებ ინფორმაციას   ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.
 
„აქ ავად იყვნენ და კვდებოდნენ. აქ ცოცხლები იყვნენ მიცვალებულების გვერდით. შიმშილი. წყურვილი. შიში. სასოწარკვეთა. საპირფარეშო სათლზე. აქ   ქალები და ბავშვები იყვნენ... საშინელებაა. მტერი ამაზე პასუხს აგებს“, - წერს ვიაჩესლავ ჩაუსი.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები