საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში გადავარდნილი 17 წლის ბიჭი იპოვეს.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს.
რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.
ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი - დრონი“, - ნათქვამია განცხადებაში.