ვოლსკი - კირკიტაძემ დანაშაული ჩაიდინა

ვოლსკი - კირკიტაძემ დანაშაული ჩაიდინა

4-02-2022, 13:33 - 2022
738
       

„ფაქტია, რომ ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი ჰქონდა“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

ვოლსკი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ დანაშაული ჩაიდინა.

„პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი ჰქონდა. ფაქტია, რომ დანაშაული ჩაიდინა და ფაქტია, რომ ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ დანაშაულს. საერთოდ, ფიზიკური ძალადობა ადრეც ახასიათებდა [დავით კირკიტაძე] გვიან პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. კირკიტაძე პარლამენტში დეპუტატია, შესაბამისად, ახლა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, შეუწყვეტს თუ არა მას უფლებამოსილებას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები